პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 113-ე შეხვედრა გაიმართა

04.07.2023

ერგნეთი, 2023 წლის 3 ივლისი - ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 113-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას ივნისში ლომისობის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას, რამაც ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მისცა რელიგიური ადგილების მონახულების შესაძლებლობა.  ამავე დროს მათ გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილზე მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვების და მოხუცებისთვის. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სარწყავი წყლის გაზიარების კუთხით და წაახალისეს შემდგომი წინსვლისთვის შესაბამისი ძალისხმევები. 

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში, რომელთა დროსაც ყურადღება გამახვილდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელთა შორისაც იყო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ ბოლოდროინდელი მოვლენები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო და გააკეთეს მოწოდება ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს დამატებითი საკითხები, რომლებიც კვლავაც უარყოფითად მოქმედებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კერძოდ, ‘ბორდერიზაციის’ საქმიანობა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა.  მათ ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას ამ თემაზე ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად.

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული  შეხვედრის 2023 წლის 12 სექტემბერს ჩატარებაზე.





Follow us on social media