დღეს,
ერგნეთში
ინციდენტების
პრევენციის
და
მათზე
რეაგირების
მექანიზმის
127-
ე
შეხვედრა
გაიმართა.
შეხვედრა
საქართველოში
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
ხელმძღვანელის
მოადგილის ტიბორ კოზმას,
და
ეუთოს
მოქმედი
თავმჯდომარის,
სამხრეთ
კავკასიაში
სპეციალური
წარმომადგენლის,
კრისტოფ
შპეტის
ერთობლივი
ხელშეწყობით
ჩატარდა.
თანათავმჯდომარეები მიესალმნენ
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
მექანიზმის
ფორმატის მიმართ ყველა მონაწილის უწყვეტად ერთგულებას.
მათ
ხაზი
გაუსვეს
მის
გადამწყვეტ
როლს
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული
მოვლენების
გადაწყვეტის
და
ადმინისტრაციული
სასაზღვრო
ხაზის
ორივე
მხარეს
მცხოვრები
ქალების,
მამაკაცებისა
და
ბავშვებისთვის
პრაქტიკული
გადაწყვეტილებების
მოძიებაში.
მონაწილეებმა
გამოთქვეს აზრი
ახლახანს
დასრულებული
სარწყავი
სეზონის შესახებ
და
აღნიშნეს
ამ
სფეროში
მიღწეული
ეფექტიანი
თანამშრომლობა.
მათ
ხაზი
გაუსვეს
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
მიერ
მართული
ცხელი
ხაზის
არსებით
როლს
წყლის
დონის
შესახებ
დროული
და
ზუსტი
ინფორმაციის
გაცვლის
უზრუნველყოფასა
და
მასთან
დაკავშირებულ
გამოწვევებთან
გამკლავებაში.
თანათავმჯდომარეებმა
მოუწოდეს
შემდგომი
პროგრესისკენ
უწყვეტი
ჩართულობის
გზით
და
კიდევ
ერთხელ
გამოთქვეს
მზადყოფნა,
მხარი
დაუჭირონ
აღნიშნულ
სფეროში
ძალისხმევას.
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიამ
და
ეუთომ
კიდევ
ერთხელ
გამოთქვეს
შეშფოთება
დაკავებების
მიმდინარე
პრაქტიკის
გამო
და ჰუმანიტარული
მიდგომის
გამოყენებისკენ
მიმართული მოწოდება გააკეთეს.
საუბარი
ასევე
შეეხო
გადაადგილების
თავისუფლების
შეზღუდვებს.
თანათავმჯდომარეებმა
ხაზი
გაუსვეს,
რომ
გადაკვეთის ყველა
პუნქტის
სრულად ფუნქციონირების
აღდგენა
მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებდა
კონფლიქტით
დაზარალებული
თემების
ყოველდღიურ
ცხოვრებას
და
მონაწილეებს
მოუწოდეს,
განეხილათ
სიტუაციის
გაუმჯობესების
კონკრეტული
შესაძლებლობები.
მათ
ხაზი
გაუსვეს,
რომ
ადმინისტრაციული
საზღვრის
გასწვრივ
გადაადგილების
გაზრდა
გააძლიერებდა
ნდობას
და
უსაფრთხოების
განცდას
ადგილობრივ
თემებში.
მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, როგორც ეფექტიანი პრაქტიკული ინსტრუმენტი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე სანდო და დროული ინფორმაციის გასაზიარებლად.
ინციდენტების
პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის
შემდეგი
რეგულარული
შეხვედრა
2025
წლის
18
ნოემბერს
გაიმართება.
იმავე
დღეს
გაიმართება
ტექნიკური
შეხვედრა
ირიგაციისა
და
წყალზე
ხელმისა
წვდომის საკითხების
შესახებ,
რათა
განხილულ
იქნას
გასული
სარწყავი
სეზონიდან
მიღებული
გამოცდილება
და
დაიგეგმოს
მომავალი
მუშაობა.
ინციდენტების პრევენციის და მათზე
რეაგირების მექანიზმის ფორმატის
წლის
ბოლო
შეხვედრა
2025
წლის
22
დეკემბერს
გაიმართება.
