პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიცის მახლობლად ღობეების აღმართვას აკვირდება

27.05.2013
სატელეფონო ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ დიცთან ახალი ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით.

რადგან გადაადგილების თავისუფლება მისიის ერთ-ერთ  მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვითარების შესამოწმებლად და მიმდინარე მოვლენებზე დასაკვირვებლად ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა სადამკვირვებლო ჯგუფი. ეს საკითხი სავარაუდოდ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 31 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდება.


Follow us on social media