პრეს რელიზები

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

01.08.2013
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ბატონმა ჟერარ ა. ფიშერმა და საქართველოში ევროკავშირის  წარმომადგენლობის  ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა ბორის იაროშევიჩმა, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფარგლებში,  ოფიციალურად წარადგინეს სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში. 

პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევარი და  სტიმული მისცეს ჟურნალისტებს,  კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ.

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მინიჭება მოხდება მხოლოდ ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული და მიუკერძოებელი სტატიისთვის ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; სატელევიზიო და/ან რადიო რეპორტაჟისთვის; ვებგვერდზე, ბლოგზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული მასალისთვის; ახალი ამბების სააგენტოსთვის ან ელექტრონული გაზეთისთვის მომზადებული მასალისთვის.

ნამუშევრების  წარდგენის  ბოლო  ვადაა  2013  წლის  4  ნოემბერი.  ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიის  პრიზის  მფლობელს  გადაეცემა  სტიპენდია,  რომელის  მეშვეობითაც მონაწილეობას  მიიღებს  პროგრამის  `Building Bridges/Building Capacity: Conflict Prevention in the  South Caucasus”  ფარგლებში  გათვალისწინებულ  ერთთვიან  ტრენინგში. ტრენინგი გაიმართება  ქალაქ  ლონდონში,  ომისა  და  მშვიდობის  გაშუქების  ინსტიტუტის  (IWPR)  სათავო ოფისში. 

„ვიმედოვნებთ,  რომ  სპეციალური  პრიზი  აფხაზეთისა  და  სამხრეთ  ოსეთის ადმინისტრაციულ  სასაზღვრო  ზოლთან  ახლოს  მცხოვრებ  თემებს  შორის  ნდობის  აღდგენას შეუწყობს  ხელს“  -  აღნიშნა  ბატონმა  ფიშერმა. „კონფლიქტის ზონაში  მცხოვრები  ადამიანები მათ  გარშემო  არსებული  მდგომარეობის  შესახებ  ინფორმაციის  სრულად  და  ობიექტურად მიწოდებას  იმსახურებენ.  მოსახლეობას  შორის  ნდობის  აღდგენისთვის  აუცილებელი პირობაა ყველა მხარის აზრის მოსმენა და გათვალისწინება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი,  თუ  ჟურნალისტი  იქნება  მიუკერძოებელი  და  საკითხს  სხვადასხვა  მხრიდან გააშუქებს“.

ევროკავშირის  სადამკვირვებლო  მისიის  სპეციალური  პრზის  მხარდამჭერები  არიან:  ომისა და  მშვიდობის  გაშუქების  ინსტიტუტი;  ჟურნალისტების  საერთაშორისო  ფედერაცია  (IFJ),  რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს სამსახური; ექო კავკასია; ქართველი  ჟურნალისტების  დამოუკიდებელი  ასოციაცია  (IAGJ)  და  კონფლიქტებისა  და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN). დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

მოკლე ინფორმაცია პრიზის შესახებ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში დაწესდა „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფარგლებში. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში  საქართველოში ევროკავშირის ახალი ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით. კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საპრიზო კატეგორიები შემდეგნაირად ნაწილდება:

1.  საუკეთესო  საგამომძიებლო  სტატია  ან  ნარკვევი  ბეჭდვით  ან  ონლაინ
მედიაში;
2.  საუკეთესო ტელე/ რადიო სიუჟეტი ან საგამომძიებლო რეპორტაჟი;
3.  საუკეთესო  ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური  ქსელის  პროფილი, 
რომელიც  ხელს  უწყობს  ცოცხალ,  დაბალანსებულ,  სამართლიან  და
პლურალისტურ დებატებს.
4.  ყველაზე ინფორმაციული სააგენტო ან ონლაინ გაზეთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ  შემდეგ ვებ-ვერდებს:

მაია ჩიტაია ტელ: +995 599 49 00 12,   maia.chitaia@actionprgroup.com;  ენ ვესენი ტელ: +995 591 227 69,  ann.vaessen@eumm.eu; 
ჯუზეპე ვასკესი  Giuseppe.vasques@eeas.europa.eu
Follow us on social media