პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების საკითხებზე საგანგებოთ გამართულ შეხვედრის შედეგებს

13.08.2013

12 აგვისტოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით  სპეციალური შეხვედრა  გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების ყველა მონაწილესთან. შეხვედრის მონაწილეებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ბოლოდროინდელი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევები განიხილეს. შეხვედრა გვიან საღამოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ერგნეთში გაიმართა.

ყველა მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანა  კონსტრუქციულ განხილვაში. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების სტრუქტურების ყველა წარმომადგენელმა ამ რეგიონში უნდა შეასრულოს დაკისრებული შესაბამისი მოვალეობები, რათა თავიდან აიცილონ ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა  დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიონ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებითი ხელმძღვანელი ჯერარდ ფიშერი მიესალმა შეხვედრის პოზიტიურ შედეგებს და განაცხადა: "ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა დაიგეგმა მოკლე დროში, მონაწილეებმა აღნიშნეს ასეთი შეხვედრის დროულობა და,  შესაბამისად,   განსაკუთრებით პოზიტიური წვლილი შეიტანეს  განხილვაში."

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებითი ხელმძღვანელი ჯერარდ ფიშერი

Follow us on social media