ამას გარდა, რუსმა სამხედროებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს რამოდენიმე ელჩს სოფელ პერევის მონახულებაში ხელი შეუშალეს. საგუშაგოს ოკუპაცია მოცემული განცხადების გავრცელების მომენტშიც გრძელდება. შესაბამისად, არ არსებობს ინფორმაცია თავად სოფელში არსებულ მდგომარეობაზე.
პერევის საგუშაგოს და დამატებით, სოფელ პერევის განახლებული რუსული სამხრედრო ოკუპაცია არ შეესაბამება საკროზი-მედვედევის სამშვიდობო გეგმის დებულებებს. უცხო ქვეყანაში ელჩების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ყველა შესაბამისი ინსტუმენტის თანახმად.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს რუსეთის მთავრობას დაუყოვნებლივ გაიყვანოს შენაერთები პერევის საგუშაგოდან და სოფელ პერევიდან.
|
|
რუსულმა სამხედრო ძალებმა საგუშაგო აღადგინეს |
რუსული სამხედრო ძალები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩებს პერევში შესვლის უფლებას არ აძლევენ |