ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ოცდამეთვრამეტე რაუნდი ახლახანს დასრულდა. უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა 2016 წლის ოქტომბერში გამართული რაუნდის შემდეგ ადგილზე არსებული ვითარება მიმოიხილეს და განიხილეს. მათ იგი შეაფასეს, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური.