პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 78-ე შეხვედრა გაიმართა

07.06.2017

2017 წლის 7 ივნი სს , ერგნეთში , ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამე თვრა მეტე შეხვედრა ღია და კონსტრუქციული ატმოსფეროში გაიმართა .

მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ელჩ კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

ელჩმა ბეხლერმა შეხვედრა გახსნა და ელჩ მა ი ანკაუსკასმა მოკლედ მიმოიხილა ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენები . მათ შორის იყო ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობა , ცხელი ხაზის გააქტიურების და დაკავების შემთხვევები . აღინიშნა , რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ დაკავების შემთხვევები ს რაოდენობა   წინა თვესთან შედარებით უფრო მაღალ ია , მაგრამ შარშანდელთან შედარებით დაბალია .

მონაწილეებმა კვლავ განიხილეს გიორგი გიუნაშვილის მიმდინარე პატიმრობა და დამატებითი ინფორმაცია იქნა მოწოდებული .

შეხვედრაზე აღინიშნა საკითხი ადმინისტრაციულ საზღვრის ახლოს რამდენიმე გამოუცხად ებელი ვიზიტის თაობაზე . შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს ცხელი ხაზის ხელმისაწვდომობას ინფორმირებისათვის - თუ შესაძლებელია , წინასწარ - ანალოგიური ვიზიტების შესახებ ან კითხვების დას ასმელად .

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე ბორდერიზაციის  გავლენის შესახებ განხილვის შემდეგ , ელჩმა იანკაუსკასმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული მიდგომის მნიშვნელობას .

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 11 ივლისს გაიმართება.

  ე უთოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანათავმჯდომარეები , ელჩი გიუნტერ ბეხლერი და ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი , ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 78- ე შეხვედრა ს გახსნი ლად აცხადებენ .

  დ ა ვით სანაკოევი სამხრეთ ოსეთის მხრ იდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 78- ე შეხვედრის შედეგებზე თავის მოსაზრებებს უზიარებს ქართულ და სამხრეთ ოსურ ი  მედი ი ს წარმომადგენლებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ყოველი შეხვედრის შემდ ეგ  თანათავმჯდომარეების თანამშრომლები დაუყოვნებლივ იკრიბებიან პრეს - რელიზის შემუშავებ ისთვის , რომელიც ა სახავს შეხვედრის ძირითად შედეგ ებ ს .

კახაბერ ქემოკლიძე ქართული მხრიდან ქართულ მედიასთან განცხადებას აკეთებს .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის პასუხისმგებელი პირი მიხალ ოსტა ში თავის რუს კოლეგას ბატონ ვადიმ ანციფეროვს ემშვიდობება . ეს არის მიხალ ოსტაშის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბოლო შეხვედრა , რომელსაც ის მისი აში მოვალეობის შესრულების დასრულებამდე ესწრებოდა .

ცხელი ხაზის პასუხისმგებელი პირი ყველა მხრ ი დან შეიკრიბ ა სამახსოვრო ფოტოსურათი სგადასაღებლად მიხალ ოსტაშტან ( მარცხნიდან მესამე )   მისიაში მისი მოვალეობის შესრულების დასრულებამდე . დაწვრილებით ვრცლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისი ის ხელშეწყო ბით მოქმედი ცხელი ხაზი ს შესახებ იხილეთ აქ ( მარცხნიდან მარჯვნივ : ვადიმ ანციფერ ოვი (რუსული მხარე ), დავით სანაკოევი ( სამხრეთ ოსური მხარე ), მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის პასუხისმგებელი პირი მიხალ ოსტაში , შოთა ბილიანიშვილი ( ქართული მხარე ), იური რეზ ნ იჩენკო ( ქართული მხარე ), კახაბერ ქემოკლიძე (ქ ართული მხარე ), ზვიად ზვიადაძე ( ქართული მხარე ), კობა ცერცვაძე ( ქართული მხარე )

Follow us on social media