2017 წლის 5 დეკემბერს , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2017 წლის პრიზით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართა . კონკურსის სახელწოდებაა : " საქართველოში პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის ხელშეწყობა 2012 წლიდან ".
ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში , რომელსაც საფუძველი 2012 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჩაუყარა , პირველი ასეთი ინიციატივაა საქართველოში , რომლის მიზანია ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარება , რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას , შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით .
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზი ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა კონკურსში მინიჭებულ პრიზებს შორის . ეს არის ჯილდოს მინიჭების მეხუთე წელი . ტერმინი " მშვიდობის ჟურნალისტიკა " მოიცავს ჟურნალისტიკის საუკეთესო პრაქტიკას და ჯილდო გაიცემა საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენის ხელშემწყობი კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის .
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცდილობს , ხელი შეუწყოს პროფესიულ ერთიანობას , სამართლიან , ეთიკურ , დაბალანსებული და მიუკერძოებელ გაშუქებას რეგიონში . ჯილდოს მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარტნიორია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის წარმომადგენლობა თბილისში . ორივე ზედმიწევნით და დაუღალავად მუშაობს ამ მნიშვნელოვანი სტანდარტების მისაღწევად . წინა წლების გამარჯვებულები იყვნენ :
	
	
	• 2013 - 
	
	
	ოლესია
	
	
	 
	
	
	ვართანიანი
	
	
	;
		
		
		
	
	
	• 2014 - 
	
	
	გოგიტა
	
	
	 
	
	
	აფციაური
	
	
	;
		
		
		
	
	
	• 2015 - 
	
	
	ნინო
	
	
	 
	
	
	ჩიფჩიური
	
	
	;
		
		
		
	
	
	• 2016 - 
	
	
	გვანცა
	
	
	 
	
	
	დოლუაშვილი
		
		
		
წლევანდელი გამარჯვებული არის ნინო გოგუა მისი ნაშრომით " ქართველები გალში - უცხოელები საკუთარ მიწაზე " (oc-media.org), რომელიც Open Caucasus Media- მ გამოაქვეყნა . მიღებული პრიზის ფარგლებში იგი ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მთავარ ოფისში გამგზავრების საინტერესო შესაძლებლობას იღებს და ერთთვიან სტაჟირებას გაივლის . ეს არის პრესტიჟული ჯილდო სამომავლო პერსპექტივებით გამარჯვებულისთვის . სტაჟირებას ასევე შეუძლია კონფლიქტებთან და ხალხის ცხოვრებაზე მათი ზეგავლენის მიმართებაში ხედვა და თემატური ცნობიერება შეცვალოს .
გამარჯვებული ნინო გოგუა : " ამ პრიზისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას / ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს და ჟიურის . ჩემთვის დიდი პატივია მშვიდობის ჟურნალისტიკაში პრიზის მიღება და ეს დიდი მოტივაციაა კონფლიქტის ზონიდან მუშაობის გასაგრძელებლად . ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის , რომ ეს სფერო ჩემი საქმიანობისთვის პრიორიტეტული იყოს ".
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელის ბ - ნ ერიკ ჰოეგის თქმით , " კონფლიქტების მოგვარებისა და უწყვეტი დაძაბულობის პირობებში , ნდობის აღდგენა , როგორც ყოველთვის , უაღრესად მნიშვნელოვანია . დამოუკიდებელი , საგამოძიებო მედია საშუალებები ადმინისტრაციულ საზღვრების ორივე მხარეზე მყოფ საზოგადოებებს შორის დიალოგის პროცესის წინსვლისთვის აუცილებელია . დღეს ჯილდო გადაეცემა ბრწყინვალე ჟურნალისტს , რომელიც ასეთ დიალოგს ხელს უწყობს . ასეთი ჟურნალისტები გვეხმარებიან კონფლიქტის მხარეების დაკავშირებას მათი პროფესიული ერთიანობის , ეთიკური , სამართლიანი , დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომების საშუალებით ".
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზის კონკურსის სხვა ფინალისტები იყვნენ მარიანა კოტოვა , ნინო ხარაძე და თამარ მეარაყიშვილი . თითოეულმა მიიღო " საპატიო აღნიშვნა ", რადგან მათი ნამუშევრები ძალიან მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდა . ჩვენ მათ შესანიშნავ ნამუშევრებს ვულოცავთ .
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაჯილდოების ცერემონიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Facebook გვერდი - facebook.com/eumm.geo.
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაყევით ბმულს : http://www.euprizejournalism.eu/
	
	
	
	
	
	
		
		
		ევროკავშირის
		
		
		 
		
		
		სადამკვირვებლო
		
		
		 
		
		
		მისიის
		
		
		 
		
		
		მოქმედი
		
		
		 
		
		
		ხელმძღვანელი
		
		
		 
		
		
		ბ
		
		
		-
		
		
		ნი
		
		
		 
		
		
		ერიკ
		
		
		 
		
		
		ჰოგი
		
		
		 
		
		
		დაჯილდოების
		
		
		 
		
		
		ცერემონიის
		
		
		 
		
		
		დაწყებამდე
		
		
		 
		
		
		ადგილობრივ
		
		
		 
		
		
		სატელევიზიო
		
		
		 
		
		
		არხებს
		
		
		 
		
		
		სპეციალური
		
		
		 
		
		
		პრიზის
		
		
		 
		
		
		შესახებ
		
		
		 
		
		
		ესაუბრება
	
	
	 
		
		
		
	
	
		
		
			
			
	
	
	
წელს ჟიურის წევრები ელოდებიან მათ მიერ მოწონებული ავტორების დასახელებას
	
	
	
	
	
	 
	
	
	 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ბ - ნი ერიკ ჰოგი კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკისა და საქართველოში კონფლიქტების კონტექსტში ნდობის აღდგენისა და მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს
	
	
		
		
			
			
	
	
	
ჟიურის წევრი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის 2014 წელს გამარჯვებული ბ - ნი გოგა აფციაური ერთ - ერთ ჯილდოს წარმოადგენს
	
	
		
		
			
			
	
	
	
Open Caucasus Media- ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი ბ - ნი დომინიკ ცაგარა გამარჯვებულის სახელით ჟიურის მადლობას უხდის
	
	
		
		
			
			
	
	
	
ამაყი გამარჯვებულები სამახსოვრო ჯგუფურ ფოტოს სიხარულით იღებენ
	
	
		
		
			
			
	
	
	
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ბ - ნი ერიკ ჰოგი ცერემონიის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია " იმედს " ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის არსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრება
	
	
	


