5 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიამ პირველი რუსული საგუშაგოს მოხსნა დაადასტურა. საგუშაგო სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ალში მდებარეობდა. საგუშაგოს მოხსნას ევროაკვშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები ადგილზე დააკვირდნენ.
„ჩვენს მონიტორებზე დაყრდნობით, შემიძლია დავადასტურო, რომ პირველი რუსული საგუშაგო, სოფელ ალში, დღეს დილით იქნა მოხნილი,“ - განაცხადა ელჩმა ჰაბერმა.
გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებმა, 2008 წლის 1 ოქტომბერს, საოპერაციო საქმიანობის დაწყების შემდეგ განხორციელებული პატრულირებისას, შეძლეს აღერიცხათ მრავალი შემთხვევა, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიების სხვადასხვა საგუშაგოებიდან რუსული ძალების დაგეგმილი გასვლის მზადებაზე მიანიშნებს.
„ჩვენმა მონიტორებმა იხილეს მინიშნებები, რომ სხვადასხვა საგუშაგოებზე გასვლისათვის მზადება მიმიდანრეობს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსული მხარე პატივს სცემს 10 ოქტომბრისათვის ჯარების გაყვანის ვალდებულებას,“ - დასძინა ელჩმა ჰაბერმა.
ევროკავშირის შუამავლობით დადებული 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების მიხედვით, ევროკავშირმა 1 ოქტომბრისათვის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის, ხოლო რუსეთმა 10 ოქტომბრისათვის რუსული ჯარების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან 7 აგვისტომდე დაკავებულ პოზიციებზე გაყვანის ვალდებულება აიღო.
„პროცესის მოწესრიგებულად წარმართვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვაგრძელებთ ტექნიკურ საუბრებს რუსულ და ქართულ მხარეებთან,“ - ახსნა ელჩმა ჰაბერმა.