სიახლეები
09.12.2022 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს
14 დეკემბერს, ელჩი მარეკ შჩიგელი ოფიციალურად დაასრულებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად თავის საქმიანობას - თანამდებობაზე რომელიც მას 2020 წლის 15 მარტიდან ეკავა.

25.11.2022 განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას.
25.11.2022 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიას
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის წლევანდელი 16 დღიანი კამპანიის გლობალური თემით „გაერთიანდით! აქტივიზმი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“.
10.11.2022 ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 109-ე შეხვედრა გაიმართა
ერგნეთი, 2022 წლის 10 ნოემბერი - ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 109-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.
08.11.2022 ევროკავშირის სადამკვრივებლო მისიის ხელმძღვანელმა ოძისში ვიზიტისას ესტონურ დელეგაციას უმასპინძლა
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, ოძისში გადაკვეთის პუნქტზე უმასპინძლა ესტონურ დელეგაციას, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, ელჩ ჯონატან ვსევიოვის ხელმძღვანელობით.
24.10.2022 ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქ-ნი ნინა ვასკუნლაჰტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ოძისის გადაკვეთის პუნქტს ეწვია
თბილისი, 24 ოქტომბერი 2022 წელი — დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ქალბატონ ნინა ვასკუნლაჰთის.
გაიცანით ჩვენი დამკვირვებლები
მანდატი
ჩვენ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ვართ. ჩვენი მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა…
მონაცემები და ფაქტები
მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან, რათა წვლილი შეიტანონ ადგილზე აგვისტოს ომის შედგომი სიტუაციის დასტაბილიზირებაში…
ჩვენი ოფისები
ჩვენი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. იხილეთ ინტერატიური რუკა უფრო მეტი დეტალის გასაგებად…
Follow us on social media