EUMM
En | Ge | Ru
მეცხრამეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართა დვანში RSS RSS

ევროკავშირი უნიკალური და მუდმივი განვითარების პროცესში მყოფი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურაა, რომელსაც ისტორიული პრეცედენტი არ გააჩნია.

ევროკავშირის პირველადი კანონმდებლობა იმ ხელშეკრულებებს ეფუძნება, რომლებიც წევრ სახელმწიფოებს შორის იქნა ხელმოწერილი. ეს ხელშეკრულებები  საფუძველს უყრიან ევროკავშირის პოლიტიკას, აფუძნებენ მის ინსტიტუციონალურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურას და ძალაუფლებას. ამ ხელშეკრულებების მაგალითია: 1957 წლის ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (EEC) რომის ხელშეკრულება, 1986 წლის ერთიანი ევროპული აქტი, 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულება, 2005 წლის წევრობის ხელშეკრულება.

ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია ევროკომისია, ევროკავშირის  საბჭო და ევროპის პარლამენტი. ამ უწყებებს ყველა საკითხზე საქმიანობისათვის ძალაუფლება საკანონმდებლო ხელშეკრულებებით აქვთ მინიჭებული. ის მეორადი კანონმდებლობა, რომელიც მათ მიერ არის შექმნილი ძირითადად მარეგულირებელი კანონის, დირექტივებისა და რეკომენდაციებისაგან შედგება. შესაბამისად ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტის ურთიერთობისაგან შედგება.

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. ყოველ საბჭოს შეხვედრას თითოეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ერთი მინისტრი ესწრება. საბჭოს გააჩნია საკანონმდებლო ძალაუფლება, რომელსაც იგი „გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების პროცედურით“ პარლამენტთან იზიარებს. საბჭო და პარლამენტი ასევე თანაბარ პასუხისმგებლობას იზიარებენ ევროკავშირის ბიუჯეტის მიღებაზე.

ევროკომისია ევროკავშირის მართვის ფუნქციას ასრულებს. როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, კომისია ახორციელებს საბჭოს მიერ ისეთ სფეროებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, როგორიც არის ერთიანი სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ http://europa.eu/

 

 

მუშაობა უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის და კონფლიქტების მოსაგვარებლად
Get the Flash Player to see this player.
© EUMM 2010
Copyright © All rights reserved. European Union Monitoring Mission in Georgia
კრწანისის რეზიდენცია, კრწანისის ქ. 49, თბილისი, საქართველო,
ფაქსი: +87 0782244324, ელფოსტა: press@eumm.eu