ევროკავშირი 27 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.
იგი მუდმივად განავითარებს სტრუქტურას, რომელსაც ისტორიული პრეცედენტი არ გააჩნია. ევროკავშირის ძირითად კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებები საფუძველს უყრის ევროკავშირის პოლიტიკას, აფუძნებს მის ინსტიტუციონალურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებს და უფლებამოსილებებს. ამ ხელშეკრულებების მაგალითია: 1957 წლის ევროპის ეკონომიკური გაერთიანების რომის ხელშეკრულება, 1986 წლის ერთიანი ევროპული აქტი, 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულება, 1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულება და 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულება.
ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია : ევროპის პარლამენტი, ევროპის საბჭო, ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია.
ევროპის პარლამენტი
ევროპის პარლამენტი ირჩევა 5 წელიწადში ერთხელ ევროკავშირის ხალხის მიერ მისი ინტერესების წარსადგენად. ევროპარლამენტის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს ევროპული კანონების მიღება ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. ევროპარლამენტი პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს. პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი ბრიუსელში (ბელგია).
(http://www.europarl.europa.eu/default.htm)
ევროპის საბჭო
იგი შედგება წევრი ქვეყნების მთავრობისა ან სახელმწიფოს ხელმძღვანელებისგან მის პრეზიდენტსა და კომისიის პრეზიდენტთან ერთად. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ევროპის საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არა აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო იკრიბება ყოველ ექვს თვეში ორჯერ, მისი პრეზიდენტის მოწვევით. თუ სიტუაცია მოითხოვს, პრეზიდენტი სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადას ორნახევარი წელი წარმოადგენს, ერთჯერადი განახლებით. ევროპის საბჭო ჩვეულებრივ ბრიუსელში იკრიბება.
http://www.european-council.europa.eu/
ევროკავშირის საბჭო
ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გადაწყვეტილებების ძირითადი მიმღები ორგანოა. იგი იზიარებს პასუხისმგებლობას ევროპის პარლამენტთან ევროკავშის კანონების მიღებაზე. ევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისგან. ყოველ საბჭოს შეხვედრას თითოეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ესწრება განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი. სხვადასხვა წევრი სახელმწიფო 6 თვიანი პერიოდით მონაცვლეობით იკავებს საბჭოს პრეზიდენტობას, თავმჯდომარეობას უწევს ამ შეხვედრებს და ადგენს საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს. მონაცვლეობითი პრეზიდენტობა არ ეხება საგარეო საქმეთა საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.
http://www.consilium.europa.eu/
ევროკომისია
ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალ ევროპულ კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს. იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია ასევე გამოდის “ხელშეკრულებათა დამცველის” როლში, რომელიც აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულებას. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართებით ზომები მიიღოს და საჭიროების შემთხვევაში ევროპის სასამართლოს მიმართოს. კომისია 27 კომისრისგან შედგება– თითოეული წარმოადგენს ერთ ევროკავშირის ქვეყანას. კომისიის პრეზიდენტი არჩეულია ევროკავშირის 27 მთავრობის მიერ და დამტკიცებულია ევროპის პარლამენტის მიერ. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ევროპის პარლამენტის მიერ მტკიცდებიან. ისინი არ წარმოადგენენ თავისი ქვეყნების მთავრობებს. ამის ნაცვლად, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი ხუთი წლის ვადით ინიშნება.
http://ec.europa.eu/index_en.htm