პრეს რელიზები

მეცამეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართა დვანში

17.06.2011
2011 წლის 17 ივნისს, დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეცამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო თავმჯდომარეობდნენ.

მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები, დაკავებები და დაპატიმრებულ პირთა მდგომარეობა. განხილული იყო 18 მაისს მომხდარი სროლის ინციდენტის ადგილზე ერთობლივი ვიზიტის წინადადება. დაისვა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების, კერძოდ, სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხები.

შეხვედრამ საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2011 წლის 28 ივლისს გაიმართება.


Follow us on social media